„სასუოლოს“ ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. კლუბები უკვე შეთანხმდნენ, სატრანსფერო თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს - გვამცნობს Tuttosport.
23 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში ჯამაგირად დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ლოკატელი იტალიის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა.