ინგლისის პრემიერლიგაში ჩისკოს „უოტფორდმა“ წარმატებული სტარტი აიღო და ესპანელმა სპეციალისტმა სადებიუტო თამაშის მოგება ინგლისის მთავარ დივიზიონში მოახერხა.
„უოტფორდმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა 67-ე წუთზე „ვილა პარკელებს“ მესამე გოლი გაუტანეს და ყველაფერი გადაწყვიტეს.
„ასტონ ვილამ“ მაინც შეძლო თამაშის დაძაბვა, ორი გოლი გაქვითა, თუმცა, მეტი ვეღარ გაახერხა და „უოტფორდმა“ 3:2 იმარჯვა. ამრიგად, „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, ჩისკომ „დინამო“ გასული წლის ბოლოს დატოვა და „უოტფორდი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, ახლა კი სეზონი 3 ქულით დაიწყო.