ფეხბურთი

20:53 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ჯო უილოკის ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯო უილოკი კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. როგორც "კაჭკაჭების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სანაცვლოდ კი "მეთოფეებმა" 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

უილოკი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. 2021 წლის თებერვალში ფეხბურთელი "ნიუკასლში" გაანათხოვრეს, რომლის მაისურითაც ცენტრალურმა ნახევარმცველმა 14 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა. აღნიშნული შედეგიანი თამაშის შემდეგ გადაწყდა მისი ტრანსფერი.

ლონდონის "არსენალის" რიგებში 78 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. უილოკი ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა ჯერჯერობით ეროვნულ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109552