ფეხბურთი

13:47 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების უცვლელი პოზიცია ფიფას რეიტინგში და გადახალისებული ათეული

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიფამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები ისევ 91-ე საფეხურზე იმყოფება, მაგრამ ახლა 4 ქულით მეტი აქვს.

ეს არის პირველი რეიტინგი მიმდინარე ზაფხულის პერიოდში. ვილი სანიოლის გუნდის აქტივში კი 1264 ქულაა. ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა ბოლოს მატჩები ივნისში ჩაატარა, როდესაც რუმინეთთან (2:1) და ნიდერლანდებთან (0:3) ისპარინგა.

...88. სომხეთი - 1274

89. ბელარუსი - 1271 ქულა

90. ჰაიტი - 1268 ქულა

91. საქართველო - 1264 ქულა

92. ვიეტნამი - 1261 ქულა

93. კონგო - 1256 ქულა

94. ბაჰრეინი - 1251 ქულა

საქართველოს ნაკრების პოზიცია თუ ურყევი დარჩა, სამაგიეროდ, ცვლილებები მოხდა საუკეთესო ათეულში, რაც მოსალოდნელი იყო. ივნისში ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და კონკაკაფის თასი ჩატარდა, რამაც ცვლილებები განაპირობა.

ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მეხუთზე ადგილზეა, ხოლო ასევე ორი პოციზიით წინ წავიდა კოპა ამერიკის ჩემპიონი არგენტინა, რომელიც მე-6 ადგილს იკავებს. ყველაზე დიდი პროგრესი აშშ-ს ნაკრებს აქვს, რომელმაც კონკაკაფის თასის მოგების შემდეგ 10 საფეხურით წინსვლა შეძლო და მეათე ადგილზეა. სხვათა შორის, კონკაკაფს ათეულში ორი წარმომადგენელი ჰყავს, რადგან მექსიკა მეცხრე ადგილზეა.

პორტუგალიის ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა, ხოლო ბრაზილიამ საფრანგეთს გადაასწრო და მეორე ადგილზეა. ლიდერი კი ყველაფრის მიუხედავად, უცვლელია და რეიტინგის სათავეში ისევ ბელგიის ნაკრებია.

1. ბელგია - 1822 ქულა

2. ბრაზილია - 1798 ქულა

3. საფრანგეთი - 1762 ქულა

4. ინგლისი - 1753 ქულა

5. იტალია - 1745 ქულა

6. არგენტინა - 1714 ქულა

7. ესპანეთი - 1680 ქულა

8. პორტუგალია - 1662 ქულა

9. მექსიკა - 1658 ქულა

10. აშშ - 1648 ქულა

რეიტინგი სრულად...

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2, 5 და 8 სექტემბერს, კოსოვოს, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება და ფიფაც ახალ რეიტინგს ამ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გამოაქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105323