ფეხბურთი

20:23 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველს იმატებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "რივერ პლეიტის" მცველი გონსალო მონტიელი კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. როგორც TNT Sports Argentina იუწყება, ანდალუსიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს გადაიხდიან და ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება.

24 წლის მონტიელი "რივერ პლეიტის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ გონსალომ ყველა ტურნირზე 138 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელი 2019 წელს გამოიძახეს და 2021 წლის კოპა ამერიკაზე ოთხი მატჩი ჩაატარა, მათ შორის ფინალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109533