ფეხბურთი

14:58 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "მბაპე ჩვენთან რჩება, უფრო მეტად კონკურენტუნარიან გუნდს ვერ იპოვის"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ლიონელ მესის პრესკონფერენციისას კილიან მბაპეს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც პსჟ-ს ხელმძღვანელმა თქვა, ფრანგი ფეხბურთელი კლუბში რჩება და პარიზიდან არ მიდის.

„ყველამ იცის - პარიზში რჩება. ის ძალიან კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, რომელმაც გამარჯვებულის თვისებები აქვს. ამაზე მეტად კონკურენტუნარიანი გუნდის წარმოდგენა რთულია, მასაც ეს სურდა და ამიტომ, აქ რჩება, რომ გაიმარჯვოს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მის განახლებას არ ჩქარობს. ფრანგ შემტევს აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მომდევნო სეზონსაც „პარკ დე პრენსზე“ გაატარებს.

0.061127