ფეხბურთი

15:31 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოს

„პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეულ სერხიო რამოსს ტრავმა აწუხებს. ფრანგული მედიის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი კუნთების პრობლემას განიცდის, რის გამოც სტაბილურად ვარჯიშს ვერ ახერხებს.

რამოსი „სტრასბურთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ არაა გამორიცხული აღნიშნული დაზიანების გამო პსჟ-ს ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პსჟ-ს ივნისში მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ფრანგულ კლუბში ჯერ თამაში არ ჩაუტარებია.

0.113243