ფეხბურთი

21:25 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" რიბერის დაბრუნება გამორიცხეს

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ოლივერ კანმა კლუბში ფრანკ რიბერის დაბრუნება გამორიცხა. გერმანულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ „რეკორდმაისტერში“ შეიძლებოდა ფრანგი ნახევარმცველი დაბრუნებულიყო, თუმცა, კანმა ეს არ დაადასტურა.

„მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ოლივერმა, როდესაც აღნიშნულ თემაზე შეკითხვა დაუსვეს.

ფრანკ რიბერი „ბაიერნში“ 2007-2019 წლებში თამაშობდა. მან ფლორენციის „ფიორენტინა“ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ფორმის შესანარჩუნებლად კი სწორედ „ბაიერნის“ ბაზაზე ემზადება.

0.077904