„ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ლოთარ მათეუსმა, კლუბის ხელმძღვანელობას გუნდში ფრანკ რიბერის დაბრუნება შესათავაზა, რიმელიც ამჟამად უგუნდოდაა.
„თუ უახლოეს ხანში „ბაიერნი“ ვერ იპოვნის ისეთ გარემარბს, როგორიც სურს, მათ ადგილზე ერთწლიან კონტრაქტს შევთავაზებდი რიბერის. მართალია, ის ასაკშია, მაგრამ მეც 39 წლის ვიყავი და ვთამაშობდი „ბაიერნში.“
გასაგებია, რომ ასეთ დროს ძნელია კვირაში ორი მატჩის თამაში. მაგრამ რიბერი შესანიშნავ ფორმაშია და ეს მან იტალიაშიც დაამტკიცა გასულ სეზონში. ის დადებით გავლენას მოახდენდა გასახდელში. გულშემატკივრებსაც გაუხარდებოდათ მისი ნახვა.“ - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sky Germany.
რიბერი „ბაიერნის“ ღირსებას 2007- 19 წლებში იცავდა. ბოლო ორი წელიწადი კი „ფიორენტინას“ ფეხბურთელი გახლდათ, საიდანაც ამ ზაფხულს წამოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.