ლონდონის „ტოტენჰემი“ მზადაა ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გაუშვას, მაგრამ ამისთვის პირობები წამოაყენა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონელები „სიტისგან“ 163 მილიონ ევროს ითხოვენ. მას შემდეგ, რაც „სიტიმ“ „ასტო ვილასგან“ ჯეკ გრილიში 117 მილიონ ევროდ შეიძინა, ისინი ფიქრობენ, რომ კეინი გაცილებით ძვირი ღირს და „სიტიმ“ ეს პირობები უნდა დააკმაყოფილოს.
მანჩესტერელები კარგა ხანია ინგლისელი ფორვარდით დაინტერესებულნი არიან და კეინსაც სურს კლუბის დატოვება, რის გამოც ერთი ხანობა ვარჯიშზეც უარს ამბობდა. თუმცა, „ტოტენჰემი“ ფეხბურთელთან განშორებას იოლად არ აპირებს, თუ მოთხოვნილ პირობებს არ დაუკმაყოფილებენ.
შეგახსენებთ, ჰარი კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს.