ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-15 საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.
გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 38 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (108), რომელიც თავის მხრივ 36 ოქროს ფლობს და ლიდერობის შანსი გაუჩნდა. საქართველო ამ დროისთვის 30-ე ადგილზეა და გუშინდელთან შედარებით დაქვეითდა, რადგან დღემ ჩვენთვის უმედლოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ უპირატესი არა ოქროს მედალი, არამედ მედლების საერთო რაოდენობა რომ იყოს, საქართველო რეიტინგში 28-ე პოზიციაზე იქნებოდა.
1. ჩინეთი - 87 მედალი (38 ოქრო, 31 ვერცხლი, 18 ბრინჯაო)
2. აშშ - 108 მედალი (36 ოქრო, 39 ვერცხლი, 33 ბრინჯაო)
3. იაპონია - 56 მედალი (27 ოქრო, 12 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)
4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 69 მედალი (20 ოქრო, 26 ვერცხლი, 23 ბრინჯაო)
5. დიდი ბრიტანეთი - 63 მედალი (20 ოქრო, 21 ვერცხლი, 22 ბრინჯაო)
6. ავსტრალია - 46 მედალი (17 ოქრო, 7 ვერცხლი, 22 ბრინჯაო)
7. გერმანია - 37 მედალი (10 ოქრო, 11 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)
8. ნიდერლანდები - 33 მედალი (10 ოქრო, 11 ვერცხლი, 12 ბრინჯაო)
9. იტალია - 39 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 19 ბრინჯაო)
10. საფრანგეთი - 32 მედალი (9 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)
...30. საქართველო - 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
შეგახსენებთ, საქართველომ ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, იაკობ ქაჯაიმ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 8 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია. თუმცა, ხარისხობრივად საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).