ტოკიოს ოლიმპიადაზე კარატეში შეჯიბრება დაიწყო და +75 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანია ასპარეზობს.
ქართველი კარატისტი A ჯგუფში მონაწილეობს და პირველ ტურში იაპონელ რიუტარო არაგას დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ მარცხი განიცადა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ იაპონელმა 3:2 იმარჯვა და ჯგუფურ ტურნირზე გოგიტამ ასპარეზობა მარცხით დაიწყო, თუმცა ჯგუფში კიდევ სამ ბრძოლას გამართავს და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერჯერობით ინარჩუნებს.