სხვა

20:00 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: სერბეთი კვლავ ფინალშია, საბერძნეთმა ისტორიულ შედეგს მიაღწია

ტოკიოს ოლიმპიადაზე წყალბურთში ფინალის საგზური სერბეთის და საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებებმა მოიპოვეს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბალკანელებმა ესპანეთთან ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ (12:13) მეტოქეს რევანში აუღეს და მძიმე ბრძოლაში 10:9 დაამარცხეს.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი საბერძნეთმა უნგრეთს სძლია 9:6. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ბერძნებმა 4:2 მოიგეს და ოლიმპიადის ფინალში პირველად გავიდნენ. აქამდე ბერძნების საუკეთესო შედეგი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იყო, თუმცა მედლები ვერ აიღეს.

თავის მხრივ კი სერბებმა ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა და შეეცდებიან 2016 წლის მსგავსად, ამჯერადაც ოქროს მედლები მოიპოვონ. ფინალური დაპირისპირება 8 აგვისტოს თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრეთი ესპანეთს 08:40 საათიდან შეხვდება.

რაც შეეხება ოთხეულის მიღმა პლეი ოფს, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს ხორვატია, რომელმაც მონტენეგროს 12:10 სძლია. აშშ-მ კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია 7:6 დაამარცხა და ბალკანელებს შეხვდება.

თეგებიტოკიო 2020
0.062091