ისტორია

21:17 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„უდინეზემ“ გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე „ლაიპციგის“ ყოფილი ნახევარმცველი ლაზარ სამარძიჩი კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლაზარის ტრანსფერში კი გერმანელებმა სამი მილიონი ევრო მიიღეს.

წარმოშობით სერბი ფეხბურთელი „ჰერტას“ აკადემიის აღზრდილია და „ლაიპციგმა“ 2020 წელს დაიმატა. გასულ სეზონში სამარძიჩი მოედანზე მხოლოდ ცხრა შეხვედრაში გავიდა და კონკურენციას ვერ გაუძლო. ლაზარს გერმანის ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

0.116065