ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ჯეკ გრილიშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ გრილიშის სანაცვლოდ 117 მილიონი ევრო მიიღო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდია. აქამდე, „მანჩესტერს“ პოლ პოგბაში ჰქონდა 105 მილიონი ევრო გადახდილი, რაც სარეკორდო თანხა იყო, მაგრამ გრილიშვმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.
ინგლისის ნაკრების შემტევი პეპ გვარდიოლას გუნდს 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
25 წლის ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ აღზრდილია და „ვილა პარკელთა“ რიგებში 213 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 12 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.