ფეხბურთი

12:48 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანილომ, შესაძლოა, „იუვენტუსს“ „ბაიერნი“ ამჯობინოს

„იუვენტუსის“ მარჯვენა მცველმა, დანილო ლუის და სილვამ შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. 30 წლის ბრაზილიელით „ბაიერნი“ დაინტერესდა - გვამცნობს Football Italia.

თუმცა, ტურინული კლუბი მას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს. „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა დანილოს 2024 წლის ზაფხულში ეწურება. პორტალი Transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონად აფასებს.

გასულ სეზონში დანილომ, „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში 46 მატჩი გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11359