ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად.
ქართველი სპორტსმენი სამხტომში გამოვიდა, მაგრამ ვერცერთი ცდა გამოიყენა და შედეგი ვერ დააფიქსირა. ღულელაურს სულ 3 ცდა ჰქონდა, ორჯერ შედეგიანი ნახტომი ვერ შეასრულა, მესამე ცდა კი მცირე ტრავმის გამო არ შეუსრულებია და ასპარეზობა შედეგის გარეშე დააფიქსირა.
ქართველი მძლეოსანი A ჯგუფში ასპარეზობდა და ცხადია, შედეგის გარეშე კვალიფიცირება ვერ მოახერხა.