ჭიდაობა

6:46 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მელიამ რეპეშაჟში წააგო და უმედლოდ დარჩა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უმედლოდ დაასრულა გიორგი მელიამ (97 კგ), რომელმაც რეპეშაჟის პირველივე შეხვედრა წააგო და ასპარეზობას საბოლოოდ გამოეთიშა.

მელია მერვედფინალში მუსა ევლოევთან გუშინ დამარცხდა, მაგრამ ვინაიდან რუსი ფინალში გავიდა, გიორგის ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა. ამისთვის მას ზედიზედ ორი შეხვედრა უნდა მოეგო, თუმცა პირველივე წააგო.

გიორგი უნგრელ ალექს გერგო სოკეს შეხვდა და ბრძოლის დასრულებამდე 11 წამით ადრე ბოლოს მოპოვებული ქულით იგებდა, მაგრამ დგომით უნგრელმა 4-ქულიანი ილეთი გააკეთა და 5:1 მოიგო. ამრიგად, ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ანგარიშზეა. მთლიანობაში საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135424