სხვა

23:50 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიადაზე მედალი 62 წლის სპორტსმენმა მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ავსტრალიელმა მხედარმა ედნრიუ ჰოიმ მოიპოვა. ეს ამბავი იმით არის აღსანიშნავი, რომ ჰოი 62 წლის გახლავთ! ის ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია, რომელმაც ცხენოსნობაში ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

ენდრიუმ ავსტრალიის ნაკრებთან ერთად გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედლის დაეუფლება მოახერხა, ხოლო ინდივიდუალურად ბრინჯაოს მედალს შესწვდა და კარიერაში მე-6 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, პირველი 2000 წლის შემდეგ.

ენდრიუ ჰოიმ მერვედ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე, მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1984 წელს შედგა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ასაკოვანი მედალოსანი ის არ არის. 1968 წელს, მეხიკოში, შვეიცარიელმა ლუი ნოვერაზმა ნაოსნობაში ვერცხლის მედალი 66 წლისამ მოიპოვა.

„როცა ამ სახეობაში ასპარეზობა დავიწყე, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ახლა კი ოლიმპიურ სოფელში ყველას ოფიციალური პირი ვგონივარ, მე კი მათ ვპასუხობ, რომ სპორტსმენი ვარ“, - თქვა 62 წლის ავსტრალიელმა ენდრიუ ჰოიმ.

0.117533