ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.
გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 29 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (64). საქართველო ამ დროისთვის 27-ე ადგილზეა და იმის მიუხედავად, რომ მონაგარი გუშინდელთან შედარებით ვერცხლის მედლით გაიზარდა, რეიტინგში ორი ადგილით დავქვეითდით.
საქართველო ამ დროისთვის ბევრ წარმატებულ ქვეყანას უსწრებს, მაგალითად ესპანეთს, რომელიც 28-ე ადგილზეა და ჩვენზე ერთი მედლით მეტი აქვს, მაგრამ ვერცხლის რაოდენობით საქართველო სჯაბნის (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო ესპანელთა მონაგარი).
1. ჩინეთი - 62 მედალი (29 ოქრო, 17 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)
2. აშშ - 64 მედალი (22 ოქრო, 25 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)
3. იაპონია - 33 მედალი (17 ოქრო, 6 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)
4. ავსტრალია - 33 მედალი (14 ოქრო, 4 ვერცხლი, 15 ბრინჯაო)
5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 50 მედალი (12 ოქრო, 21 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)
6. დიდი ბრიტანეთი - 35 მედალი (11 ოქრო, 12 ვერცხლი, 12 ბრინჯაო)
7. საფრანგეთი - 23 მედალი (6 ოქრო, 10 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)
8. გერმანია - 23 მედალი (6 ოქრო, 6 ბრინჯაო, 11 ბრინჯაო)
9. სამხრეთ კორეა - 19 მედალი (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)
10. ნიდერლანდები - 18 მედალი (5 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)
...27. საქართველო - 6 მედალი (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს - ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ვერცხლი, ერთი ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, ერთი ვერცხლი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ.