ფეხბურთი

19:27 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომან იარემჩუკი "ბენფიკაში" გადავიდა

უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი რომან იარემჩუკი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს. პორტუგალიურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

იარემჩუკმა „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და დღეს ლისაბონელთა რიგებში პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, იარემჩუკი აქამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა, რომლის რიგებში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანგუნდელი იყო. გასულ სეზონში უკრაინელმა ფორვარდმა 43 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122854