„მილანი“ სტუმრად ამხანაგურ მატჩში შეხვდა „ნიცას“ და 1:1 ეთამაშა. 59-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ამინ გუირიმ გაიტანა. 66-ზე კი მილანელთა ვეტერანმა ფრანგმა ახალწვეულმა, ოლივიე ჟირუმ მოხდენილი თავურით გაათანაბრა და დებიუტი გოლით აღნიშნა.
მილანელებს მინდორზე კიდევ ერთი დებიუტანტი - მაიკ მეიგნენი ჰყავდათ.
მომავალ კვირას „როსონერის“ ორი საინტერესო ამხანაგური მატჩი ელის. ოთხშაბათს ვალენსიაში „ვალენსიასთან“ და კვირას, ავსტრიულ კლაგენფიურტში, მადრიდის „რეალთან.“