ფეხბურთი

11:59 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ უეფას სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების დასჯა აუკრძალა

უეფამ სასამართლო პროცესი წააგო სუპერლიგის დამფუძნებელი გუნდების წინააღმდეგ. ამის შესახებ „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა.

მადრიდის სასამართლომ უეფას სუპერლიგის კლუბების წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუკრძალა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უეფას სურს ფეხბურთის მონოპოლიზაცია და ამის შესახებ ფაქტების მოკვლევა დაიწყება.

“ჩვენი ამოცანაა ფეხბურთის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემებს გავუმკლავდეთ. უეფამ თავი ევროპული ფეხბურთის ერთადერთ მფლობელად წარმოაჩინა, მონოპოლისტური და წინააღმდეგობრივი პოზიცია ფეხბურთისთვის საზიანოა. კლუბებს აქვთ უფლება, რომ თავიანთი ტურნირები თვითონ მართონ. გვიხარია, რომ ამიერიდან უეფა მუდმივად ვერ დაგვემუქრება და აღარ ვიქნებით საფრთხეების წინაშე. ჩვენ ისევ მხარს ვუჭერთ სუპერლიგის პროექტს და ვიცით, რომ პროექტში არის ელემენტები, რომელიც დიალოგისა და კონსესუსი გზით უნდა გაუმჯობესდეს. პროექტის წარმატების ისევ გვჯერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მადრიდის სასამართლომ უეფას არა მარტო „იუვენტუსზე“, „ბარსელონასა“ და „რეალზე“ სანქციების დაწესება აუკრძალა უეფას, არამედ მანამდე ფინანსურად დასჯილ 9 კლუბსაც სანქციები მოუხსნა.

შეგახსენებთ, სუპერლიგა 12 კლუბის მიერ დაფუძნდა, მაგრამ „არსენალმა“, „ლივერპულმა“, „ატლეტიკომ“, „ტოტენჰემმა“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „მილანმა“ და „ინტერმა“ მალევე უკან დაიხიეს.

0.125767