სხვა

14:35 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესკერხან მადიევი დამარცხდა და მედლამდე ერთი მოგება დააკლდა

ესკერხან მადიევს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. 69 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე რუს ანდრეი ზამკოვოისთან დამარცხდა.

ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი უპირატესობას ფლობდა და სამივე რაუნდში მსაჯებმა გამარჯვება მას მიანიჭეს.

ამრიგად, მადიევის მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა, მანამდე მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენსო სოტომაიორი და უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა.

კრივში ნახევარფინალისტობა ავტომატურად ბრინჯაოს მედლის ტოლფასია, შესაბამისად, მადიევს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

0.138571