უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „უიპეშტის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა.
უნგრელებმა სტუმრად ლიხტანშტაინის „ვადუცი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და 47-ე წუთზე გოლიც გაიტანა. მან ბურთი საჯარიმოში ტექნიკურად დაამუშავა და საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც თანაგუნდელი დააწინაურა (2:1).
„უიპეშტმა“ „ვადუცი“ ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ადვილად გავიდა, სადაც შვეიცარიულ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.