ცნობილი გახდა „ინტერის“ თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ არშემდგარი დაბრუნების წვრილმანები.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლონდონური კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 28 წლის ლუკაკუს და სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, წელიწადში ის ჯამაგირად 10 მილიონ ევროზე ცოტა მეტს მიიღებდა. მაგრამ ბელგიელმა თავაზიანი უარი შეუთვალა.
ლუკაკუმ ბრიტანელებს აგრძნობინა, რომ ამჟამად საკუთარ თავს მხოლოდ „ინტერში“ ხედავს. ამის შესახებ მან მილანური კლუბის ხელმძღვანელობასაც შეატყობინა.
„ინტერში“ მისი ხელფასი წელიწადში 7,5 მილიონი ევროა.
“ჩელსის“ ფეხბურთელად ლუკაკუ 2011-14 წლებში ითვლებოდა, თუმცა არისტოკრატთა შემადგენლობაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. ის ჯერ „ვესტ ბრომვიჩში“ გაანათხოვრეს, შემდეგ „ევერტონში.“ 2017-19 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით გაჰქონდა გოლები. „ინტერის“ ღირსებას კი 2019 წლის აგვისტოდან იცავს.