ესპანური „ალავესის“ მთავარ გუნდში გიორგი გაგუამ მეორე გოლი გაიტანა, ამჯერადაც ამხანაგურ შეხვედრაში „მირანდესთან“, თანაც - გამარჯვების.
მან თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ სპარინგის გარდა, ამ თამაშში ვილა დე ლაგუარდიას თასი გათამაშდა, რომელიც „ალავესმა“ მიიღო.
შეგახსენებთ, გაგუა გასულ სეზონში „ალავესის“ მეორე გუნდში თამაშობდა და 6 გოლიც გაიტანა, ახლა კი თავის გამოჩენის შანსი შეკრებაზე პირველ გუნდთან ეძლევა. 19 წლის თავდამსხმელს „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მას საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.