სხვა

18:40 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: მედლების საერთო ჩათვლას იაპონია ლიდერობს, საქართველომ პოზიციები დათმო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

ამ დროისთვის იაპონია ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (10), ხოლო საერთო ჯამში 18 მედალი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში პრიორიტეტული ოქროს მედალია და მაგალითად, 1 ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე 5 ვერცხლის მედალი.

საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ეს შედეგი კი 33-ე ადგილისთვისაა საკმარისი. საქართველო რამდენიმე წარმატებულ ქვეყანს უსწრებს, მაგალითად, ბელგიას, დანიას, უკრაინას და თურქეთს.

1. იაპონია - 18 მედალი (10 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

2. აშშ - 25 მედალი (9 ოქრო, 8 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

3. ჩინეთი - 21 მედალი (9 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)

4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 18 (7 ოქრო, 7 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

5. დიდი ბრიტანეთი - 13 მედალი (4 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

6. სამხრეთ კორეა - 10 მედალი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

7. ავსტრალია - 9 მედალი (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

8. კანადა - 8 მედალი (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

9. საფრანგეთი - 7 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხი, 3 ბრინჯაო)

10. გერმანია - 5 მედალი (2 ოქრო, 3 ბრინჯაო)

...33. საქართველო - 2 მედალი (2 ვერცხლი)

აქვე შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ოლიმპიადაზე ორი ქართველი იასპარეზებს - ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მერვედფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

0.121987