ბელგიის ნაკრების მცველი ტობი ალდერვეირელდი კარიერას ყატარში „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ლონდონის „ტოტენჰემმაც“ დაადასტურა.
ალდერვეირელდი ლონდონურ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და 243 თამაშში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „საუთჰემპტონში“, „ატლეტიკოსა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.
ბელგიის ნაკრებში 32 წლის ფეხბურთელს 113 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.