ფეხბურთი

23:11 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარსა და "ბარსელონას" შორის სასამართლო დავა დასრულდა

კატალონიის „ბარსელონასა“ და ნეიმარს შორის სასამართლო დავა დასრულებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევდა, რომ კლუბისგან 43.6 მილიონი ევრო უნდა მიეღო, 2016 წელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის განახლების გამო.

თავის მხრივ ესპანური კლუბს სხვა აზრი ჰქონდა და მოითხოვა 9 მილიონ ევროზე მეტის ფეხბურთელისგან დაბრუნება კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის გათვალისწინებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ ნეიმარმა „ბარსელონას“ 6.7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საბოლოო ჯამში მხარეებმა სასამართლოდ გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა და შემდეგ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა.

0.119503