სამშაბათს, 21 წლამდე ფეხბურთელთა იმ ნაკრებების ვინაობა გაირკვა, რომლებიც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში ფინალური ეტაპის 7 საგზურს გაითამაშებენ.
თავის ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულ ესპანეთს, ინგლისს, დანიას, სლოვაკეთს, ხორვატიას, გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, იტალიასა და შვედეთს, საუკეთესო მეორეადგილოსნები: ჰოლანდია, უკრაინა, სერბეთი და ისლანდია დაემატნენ.
მართალია, ჰოლანდიელებმა მე-3 ჯგუფში ბოლო ორი საშინაო მატჩი ერთანაირი ანგარიშით (0:1) ჯერ საქართველოსთან, ხოლო შემდეგ სლოვაკეთთან წააგეს, მაგრამ პლეი ოფში მაინც მოხვდნენ.
პლეი ოფის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, პარასკევს, თბილისის დროით 16:00 საათზე ჩატარდება.
პლეი ოფები მიმდინარე წლის 8 და 14 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ 7 გუნდს, მასპინძელი ჩეხეთი დაემატება.
ფინალური ტურნირის წილისყრა 2014 წლის 6 ნოემბერს, პრაღაში ჩატარდება. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი 17-30 ივნისს, ჩეხეთში შედგება.