სენეცში დასრულდა სლოვაკეთი-საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი. ჯერჯერობით, სლოვაკები იგებენ – 1:0. ეს ერთადერთი ბურთი მე-18 წუთზე ზრელაკმა გაიტანა.
სლოვაკებს ერთი გაფრთხილება აქვთ მიღებული, ქართველებს კი ორი – ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი ჭანტურიას. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.
წინ მეორე ნახევარია და იმედია, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სიტუაციას გამოასწორებს. შეხსენებისთვის, ეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩია.