გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკ თანატოლებს უმასპინძლა. ჯანმაგარმა სტუმრებმა საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ანგარიში 21-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, თუმცა 4 წუთში კაროლ მესაროშმა გაათანაბრა. პირველი ტაიმი ასე დამთავრდა. მეორეში ჯერ ონდრეი დუდამ აიღო გიორგი ნადირაძის კარი, ბოლოს კი, მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე ივან შრანცმა გაასამა და სლოვაკებმა 1:3 გაიმარჯვეს. ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
ჩვენებურებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ნადირაძე, კვერკველია, უბილავა, კობახიძე, ჯიღაური, ყაზაიშვილი,. პარუნაშვილი, ანანიძე (პაპავა 46), კვეკვესკირი, ჭანტურია, ქვილითაია (სხირტლაძე 57)