ძიუდო

8:42 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოს ოლიმპიადაზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. ეთერმა მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა, მაგრამ იქ ფრანგ სარა ლეონი სისიკესთან დამარცხდა.

არადა, ლიპარტელიანი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ვაზარით დაწინაურდა და იგებდა, მაგრამ ფრანგმა მალევე გაათანაბრა ანგარიში. ყველაფერი დამატებით დროში ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც სისიკემ მიითვალა, არადა, ეთერი უტევდა და ის ცდილობდა ილეთის გაკეთებას.

შეგახსენებთ, ლიპარტელიანმა მანამდე ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი და გერმანელი ტერეზა შტოლი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას და რეპეშაჟში პოლონელ იულია კოვალშიკს დაუპირისპირდება. რეპეშაჟის შეხვედრებით თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

0.115918