ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სახილ ალახვერდოვი გამოეთიშა. ქართველი მოკრივე ჩინელ ჰუ იანგუანს დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უშანსოდ წააგო.
სახილის მეტოქე სამივე რაუნდში უპირატესობას ფლობდა და ხუთივე მსაჯმა გამარჯვება სწორედ მას მიანიჭა. ამდენად, ალახვერდოვმა ასპარეზობა 1/16 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე ჩაერთვება ოლიმპიურ თამაშებში - გიორგი ხარბააძე უზბეკ ფანატ კახრამანოვს თბილისის დროით 13:50 საათზე დაუპირისპირდება.