ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ჯორჯინიო ვეინალდუმი წარადგინა, რომელმაც კლუბის ტელევიზიასთან მიცემულ პირველივე ინტერვიუში თქვა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივარია. როგორც მან აღნიშნა, პსჟ-ზე არჩევანი ფულის გამო არ გაუკეთებია.
„პსჟ ფულის გამო არ ამირჩევია, ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ. პსჟ-სა და „ბარსას“ შორის არჩევანი ძალიან რთული იყო, მაგრამ პარიზელთა სპორტული პროექტი ძალიან მომეწონა“, - თქვა ვეინალდუმმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. თავიდან ის „ბარსელონასთან“ იყო შეთანხმებული, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და კარიერის საფრანგეთში გაგრძელდება ამჯობინა.