სხვა

17:07 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა!

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა! ტოკიოში გახსნის ცერემონია გაიმართა და საქართველოს დელეგაციას ორი მედროშე ჰყავდა - ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე.

სხვათა შორის, სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ლაშა ტალახაძე კი ძალოსნობაში გამორჩეული ფავორიტია და მისგან ყველა ოქროს მედალს ელოდება. საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე 11 სხვადასხვა სახეობაში 35 სპორტსმენით იასპარეზებს. 24 ივლისს, საქართველოს დროით გამთენიისას, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვებიან თამაშებში. ხვალვე, ასევე იასპარეზებენ მოცურავე ირაკლი რევიშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას მხოლოდ 950 ოფიციალური პირი დაესწრო და ტრიბუნები ცარიელი იყო, რაც ცხადია, კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

ტოკიოს ოლიმპიადა ჯერ კიდევ შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტომდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15427