ფეხბურთი

15:27 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" სონს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჰონ-მინ სონს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთკორეელი ფეხბურთელი „მამლების“ ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

29 წლის შემტევი „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი ლიდერია და ინგლისურ გუნდს 2015 წელს „ლევერკუზენიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ მან ლონდონელთა რიგებში 280 მატჩში 107 გოლი გაიტანა.

მანამდე სონი „ლევერკუზენისა“ და „ჰამბურგის“ ღირსებას იცავდა, ხოლო სამხრეთ კორეის ნაკრებში 91 თამაშში 27 გოლი აქვს გატანილი.

0.116664