ლივერპულის „ევერტონმა“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ დემირაი გრაი დაიმატა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
25 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გრეიმ გასულ სეზონში „ლევერკუზენში“ 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე 5 წელი „ლესტერ სიტიში“ თამაშობდა.