მამაკაცთა ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და სენსაციური მარცხი განიცადა არგენტინის ნაკრებმა. ფერნანდო ბატისტას გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრალიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-14 წუთზე ლაკლან უელსმა გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ნახევრის მე-3 დამატებით წუთზე კი ფრანჩისკო ორტეგა გააძევეს და არგენტინელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ.
გრიმ არნოლდის გუნდმა შეტევა მეორე ტაიმშიც გააგრძელა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას სამხრეთ ამერიკული გუნდი ფლობდა, მე-80 წუთზე მარკო ილიომ ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა და ჯგუფში დაწინაურდა.
ავსტრალია C ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, მეორე-მესამე ადგილებს ესპანეთის და ეგვიპტის ნაკრებები იყოფენ, რომლებმაც დღეს 0:0 ითამაშეს, ხოლო არგენტინა 0 ქულით ბოლო პოზიციაზე მყოფება.