გიორგი მამარდაშვილს ესპანურ „ვალენსიაში“ დებიუტი ჰქონდა. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ „ღამურების“ ღირსება ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დაიცვა.
გიორგიმ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან საკუთარი გუნდი ორჯერ იხსნა გოლისგან და ესპანური მედიისგან ძალზე კარგი შეფასება დაიმსახურა.
20 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში „ვალენსიას“ ვებგვერდსაც არ დაუტოვებია უყურადღებოდ, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ ის „ვალენსიას“ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.
მოგეხსენებათ, გიორგი ესპანურ კლუბს იჯარით შეუერთდა და მომდევნო სეზონს „მესტალიაზე“ გაატარებს. „ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. უშუალოდ "ატრომიტოსთან" შეხვედრა 20 წლის ქართველი მეკარის გუნდმა 3:0 მოიგო.