ფეხბურთი

11:52 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ სანტუს ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა

„ტოტენჰემი“ ამხანაგურ მატჩში „კოლჩესტერ იუნაიტედს“ სტუმრად შეხვდა და 0:3 გაიმარჯვა. მე-11 წუთზე ანგარიში ჩრდილოლონდონელთა კორეელმა, სონმა გახსნა. 3 წუთში ბრაზილიელმა ლუკას მოურამ მეორე ბურთი გაიტანა. წერტილი კი, 38-ე წუთზე დელე ალიმ დასვა.

ეს გამარჯვება „ტოტენჰემისთვის“ პირველი გახლავთ ახალი მწვრთნელის, 47 წლის ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით. „ვულვზის“ ყოფილმა დამრიგებელმა, „დეზებთან“ ორწლიანი კონტრაქტი 30 ივნისს გააფორმა.

0.56057