ფეხბურთი

19:11 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მაკაბის" მწვრთნელი: "დინამო" ტრადიციული და გამოცდილი გუნდია"

ჰაიფას „მაკაბის“ მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა უეფას კონფერენს ლიგაზე „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, „დინამო“ ტრადიციული გუნდია, მაგრამ თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვიდნენ.

„ვიცით, რომ „დინამო თბილისი“ დიდი ტრადიციების მქონე და გამოცდილი გუნდია. საკმაოდ რთული თამაში გველის. გვაქვს იმედი, რმ ამ შეხვედრებში კარგ თამაშს ვაჩვენებთ და წარმატებას მივაღწევთ. რასაკვირველია ჩვენი მიზანი არის, რომ მოვიგოთ, თუმცა, ჯერ ჩვენ ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვეცდებით წარმატების მიღწევას.

რა თქმა უნდა, ლადო დვალიშვილის „მაკაბის“ წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ჩვენის მხრივ, ვეცდებით, რომ ის ძველი წარმატებები გავიმეოროთ და მცდელობას არ დავაკლებთ. ვეცდებით, რომ ხვალ წარმატებით ვითამაშოთ. შანსებზე საუბარს ზოგადად ვერიდებით, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს”, - თქვა ბახარმა.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ მატჩი 22 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:30 საათზე დაიწყება.

0.115755