ფეხბურთი

17:50 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონ გორეცკამ "ბაიერნი" შესაძლოა უფასოდ დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა ლეონ გორეცკამ უფასოდ დატოვოს. როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ფეხბურთელი კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება.

გორეცკა ხელფასის 20 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს, მაშინ, როდესაც „ბაიერნი“ მას წელიწადში მაქსიმუმ 12 მილიონ ევროს სთავაზობს. ლეონს „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, მომდევნო ზაფხულს ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა“ იგივე მიზეზით უკვე დაკარგა დავიდ ალაბა, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

ლეონ გორეცკა მიუნხენის „ბაიერნმა“ 2018 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ შეიძინა და გასულ სეზონში გერმანელმა ნახევარმცველმა 32 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116045