ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია"მილუოკი ბაქსის" და უფრო კონკრეტულად იანის ანტეტოკუნმპოს ჩემპიონობას გამოეხმაურა. ზაზამ სოციალურ ქსელში ბერძენი კალათბურთელის წარსული გაიხსენა და დაწერა, რომ ცხორებაში ყველაფერი შესაძლებელია.
"24 წლის - MVP
25 წლის - MVP/Defensive player of the year
26 წლის - NBA Champ/Finals MVP
ეს ახალგაზრდა 10 წლის წინ, ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს. დღეს კი ის NBA-ს ჩემპიონია. ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია", - დაწერა ზაზამ სოციალურ ქსელში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია და იანის ანტეტოკუნმპო "მილუოკი ბაქსიში" 2013-2015 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.