იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი კარიერას „ნიცაში“ გააგრძელებს. ფრანგულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კლუივერტი „ნიცას“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ნიდერლანდელმა შემტევმა „რომაში“ 68 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო, ხოლო გასული სეზონი იჯარით „ლაიფციგში“ გაატარა, სადაც 27 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.