ახლო წარსულში ნიდერლანდების ნაკრების ვარსკვლავი, ედგარ დავიდსი, პორტუგალიის მესამე დივიზიონის გუნდის, „ოლიანენსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს - გვამცნობს A Bola.
დავიდსმა „ოლიანენსი“ წლეულს იანვარში ჩაიბარა, მაგრამ მთავარი მიზნის მიღწევა - გუნდის ზედა დივიზიონში დაწინაურება - ვერ შეასრულა. მესამე ადგილი დაიკავა და გადასასვლელ ფლეი ოფში დამარცხდა.
მანამდე კლუბის პრეზიდენტმა, ლუიშ ტორეშმა, დავიდსის მიწვევა კატასტროფად შეაფასა.