„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ თეძოს ტრავმის გამო, მან ევრო 2020 გამოტოვა.
„ტკივილები აღარ მაწუხებს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს დავუბრუნდი. ვფიქრობ, სეზონის დასაწყისისთვის სათამაშოდ ხელი არაფერმა უნდა შემიშალოს.“ - უთხრა ტრენტმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
გასულ სეზონში ალექსანდერ-არნოლდმა „ლივერპულის“ მაისურით 36 მატჩი გამართა, ორი ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.