ჩოგბურთი

10:25 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოკო გოფი კორონავირუსით დაავადდა და ტოკიოში ვერ ითამაშებს

ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირმა კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა. ესაა ამერიკელი კოკო გოფი, ვინც ზაფხულის თამაშებში მონაწილეობას იმის გამო ვერ მიიღებს, რომ კორონავირუსით დაავადდა.

„ძალიან გაწბილებული ვარ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ კოვიდ-19-ზე ტესტის შედეგი დადებითი მქონდა. ამის გამო, ტოკიოში გამგზავრებას და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ შევძლებ. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ოლიმპიადაზე ამერიკის სახელით გამოვსულიყავი. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნების ასრულების შანსი კიდევ ბევრჯერ მომეცემა. მინდა, ამერიკის გუნდს საუკეთესო იღბალი, ყველა ოლიმპიელს კი უსაფრთხო თამაშები ვუსურვო“, - ტვიტერზე წერს 17 წლის ჩოგბურთელი.

გოფი თანამედროვე ქალთა ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავია. მან ახლახანს უიმბლდონზე მეოთხე წრეში ითამაშა, სადაც ანგელიკ კერბერთან წააგო. გოფი ტურზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა, როცა 15 წლისამ, უიმბლდონის ჩემპიონატზე მეოთხე წრეს მიაღწია.

ტოკიოში ამერიკის ქალ ჩოგბურთელთა გუნდს სამი მოთამაშე, ავსტრალიის ღიას ფინალისტი ჯენიფერ ბრეიდი, ჯესიკა პეგულა და ელისონ რისკე წარადგენს.

0.11578