სხვა

1:38 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპრინტის დედოფალი ასაკში უფრო სწრაფი გახდა

100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი 34 წლისაა და ტოკიოში მესამე ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად ჩავიდა. ასაკის მიუხედავად, ივნისში, ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, 100 და 200 მეტრზე სპრინტში, პირადი საუკეთესო დროები დააფიქსირა.

ამას არავინ ელოდა, რადგან 2017 წელს შვილი, ზიონი გააჩინა და ბევრი ფიქრობდა, რომ ასაკთან ერთად, ეს საკმარისი ფაქტორია იმისთვის, რომ სისწრაფე დაეკარგა. მაგრამ ასე არ მოხდა, 2018 წელს დაბრუნდა და ტოკიოს წინ, საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

კინგსტონში, იამაიკის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, მან 100 მეტრი 10.63 წამში გაირბინა. ეს კი ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. ამაზე უკეთესი დრო (მსოფლიო რეკორდი) მხოლოდ ლეგენდარულ ამერიკელს, ფლორენს გრიფიტ ჯოინერს ეკუთვნის.

ფრეიზერ-პრაისის მიღწევათა გალერეაში, ორი ოლიმპიური ოქროს გარდა, მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ოქროს მედალიცაა. მას სხვა მიღწევებიც აქვს.

საინტერესოა, როგორ გახდა კიდვ უფრო სწრაფი... ის ხომ დედა გახდა, რასაც მისი მორბენლის თვისებები უნდა გაეუარესებინა. როგორც ბრიტანელი ველომრბოლი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა კენი ამბობს, შვილის შეძენის შემდეგ, ფრეიზერ-პრაისი უფრო გაწონასწორებული და მშვიდი გახდა. სპრინტი მისთვის აღარაა ყველაზე მნიშვნელოვანი. კენიმაც და ფრეიზერ-პრაისმაც შვილი 2017 წელს გააჩინეს და მას შემდეგ, ორივე საუკეთესო ფორმაში შევიდა.

მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ფრეიზერ-პრაისს „მომი როკეტი“ (დედა რაკეტა) შეარქვეს. მის კარიერაში ბევრი უჩვეულო რამაა. განსაკუთრებით კი ის, რომ მისი სიმაღლე, სულ რაღაც, 152 სანტიმეტრია. მისი მეტოქეების უმეტესობა, ერთი თავით მაღალია და შესაბამისად, უფრო გრძელი ფეხები აქვს, რაც დიდი უპირატესობაა. მაგრამ ფრეიზერ-პრაისი მაინც ყველაზე სწრაფად დარბის! იამაიკელ ჩემპიონს სირბილის თავისებური სქემა აქვს, რომელიც მოკლე ნაბიჯებზეა აგებული. ის ისე დარბის, ერთი შეხედვით, ეს სრიალს ჰგავს.

ფრეიზერ-პრაისმა რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ოქროს კი მისი თანამემამულე ელეინ თომპსონ-ერა დაეუფლა. ამას ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ამჟამად ფორმაშია და ორივე სპრინტერულ დისტანციაზე ფავორიტთა შორისაა. 200 მეტრზე იამაიკელთა „იდილიას“ ამერიკელი გაბრიელე თომასი ემუქრება, ვისაც ამ დისტანციაზე, სეზონის საუკეთესო დრო ეკუთვნის. ფრეიზერ-პრაისის ამგარიშზე მეორე საუკეთესო დროა.

დაბოლოს, 100 მეტრზე იამაიკელს საქმე შედარებით გაუადვილდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ამერიკელ შა’ქარი რიჩარდსონს მარიხუანას გამო, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვა. შესაძლოა იამაიკელს მეტოქეობა ბრიტანელმ დინა აშერ-სმიტმა გაუწიოს. თუმცა ამ მომენტისთვის, ფრეიზერ-პრაისი გამოკვეთილი ფავორიტია!

დანარჩენს ტოკიოში ვნახავთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127892